Sunday, July 9, 2017

გაკვეთილის გეგმა - დავით აღმაშენებლის რეფორმები

გაკვეთილის მთავარი თემა
დავით აღმაშენებლის რეფორმები
საგანი/პედაგოგი
ისტორია/მარინე მახარაძე
სწავლების საფეხური/კლასი
საბაზო/IX კლასი
მოსწავლეთა პროფილი
34 მოსწავლე/სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
·         გაკვეთილი აქტუალურია შუა საუკუნეების ისტორიის შესასწავლად
გაკვეთილის მიზანი და მისაღწევი შედეგები

·                                მოსწავლემ უნდა შეძლოს გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქის საქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.
·                                მოსწავლემ უნდა შეძლოს დაახასიათოს ქართული სახელმწიფო მმართველობითი სტრუქტურები.
·                     ·          მოსწავლემ უნდა შეძლოს გაანალიზოს საშინაოდა საგარეო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.

ისტ.IX.2.  მოსწავლეს შეუძლია გაანალიზოს სხვადასხვა ისტორიული ეპოქისსაქართველოში ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     რუკაზე აღნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე გამავალ სხვადასხვა ეპოქის სავაჭრო გზებს;

ისტ.IX.3. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოსქართული სახელმწიფო მმართველობითისტრუქტურები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·                     მსჯელობს სხვადასხვა ეპოქისქართული სამეფოების სახელმწიფო მოწყობის შესახებ. გამოავლენს მათ შორის მსგავსებებსა დაგანსხვავებებს; 
·                     ახასიათებს და ადარებს სხვადასხვა პერიოდში საქართველოში სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში განხორციელებულ რეფორმებს;

ისტ.IX.5. მოსწავლეს შეუძლია  გაანალიზოს საგარეო და საშინაო ფაქტორების გავლენა ქართული სახელმწიფოს წარმოშობასა და განვითარებაზე.


·                     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
მსჯელობს კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებზე, რომლებმაც გავლენა მოახდინაქართულ სახელმწიფოებრივობაზე;

·                                მოსწავლეები შეძლებენ დროსა და სივრცეში ორიენტაციას
·                               ფაქტებისა და მოვლენების ისტორიულ ინტერპრეტაციას
·                                თვალსაჩინოების გამოყენებას  და შექმნას
·                                პრობლემის გააზრებას დასხვადასხვა საკითხთა შორის კავშირის დადგენას
·                              პრობლემის გადაჭრას
·                       კვლევას
წინარე ცოდნა
·         მოსწავლეები ფლობენ ინფორმაციას მეთერთმეტე საუკუნის დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ.
·         შეუძლიათ დროსა და სივრცეში ორიენტაცია
·         პრობლემის გააზრება
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შედგენილი შეფასების სქემის მიხედვით
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
სახელმძღვანელო, დაფა, ფურცლები,
კომპიუტერი, ინტერნეტი, ელექტრონული პრეზენტაცია, რუკა
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
მისალმება-2 წთ.
გაკვეთილის A ფაზა-გამოწვევა
აქტივობა1. გონებრივი იერიში 5წთ.
1.      ვინ არიან თურქ-სელჩუკები?
2. რომელ ტერიტორიაზე შეიქმნა მათი სახელმწიფო?
3. რა ზიანი მიაყენეს მათ საქართველოს?
B ფაზა-ცოდნის კონსტრუირება
აქტივობა2. როგორი საქართველო ჩაიბარა და
ვით აღმაშენებელმა- მინი ლექცია 5წთ.
აქტივობა 3. ინფორმაციის ორგანიზება-ჯგუფებში მუშაობა. მასწავლებელი ანაწილებს საკითხებს-8წთ.

I ჯგუფი - საეკლესიო რეფორმა
II ჯგუფი-სასამართლო რეფორმა
III ჯგუფი-სამხედრო რეფორმა
აქტივობა 4ჯგუფები ახდენენ ნამუშევრის პრეზენტაციას-10წთ.
C ფაზა-რეფლექსია
მოსწავლეები პასუხობენ გაკვეთილის მთავარ  კითხვას: რა მნიშვნელობა ჰქონდა დავით IVაღმაშენებლის რეფორმებს.
ამ ნაწილს თან ერთვის ელექტრონული პრეზენტაცია. 10 წთ.
მოსწავლეები ახდენენ თვითშეფასებას -2 წთ.
მასწავლებელი აფასებს მოსწავლეებს, აძლევს საშინაო დავალებას ,,დავით აღმაშენებელი აღორძინებული ქართული სახელმწიფოს შემოქმედი“.
აძლევს რეკომენდაციას წაიკითხონ კ.გამსახურდიას ,,დავით აღმაშენებელი“,
დ.ტურაშვილის ,,ტყეების მეფე“-3წთ.


ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა


კრიტერიუმები
ძალიან კარგი 10
კარგი 9-8
საშუალო 7-6
დაბალი 5-1
თანამშრომლობა
ჯგუფის წევრები იყვნენ აქტიურები, იტყო პოზიტიური დამოკიდებულება.
ჯგუფის წევრებს შორის იყო ძირითადადა პოზიტიური ურთიერთობა
ჯგუფუის აქტიურ და პასიურ წევრებს შორის ზოგჯერ ურთიერთობა იძაბებობდა
ჯგუფის წევრები არ აქტიურობდნენ. მათ შორის არ შეინიშნებოდა თანამშრომლობა
აზრთა გაზიარების უნარი
გააჩნდათ საუკეთესო აზრთა გაზირების უნარი
საკმარისად გააჩნდათ აზრთა გაზიარებს უნარი
ნაწილობრივ გააჩნდათ აზრთა გაზიარების უნარიქ
არ გააჩნდათ მოსმენისა და აზრთა გაზიარების უნარი.
დროის ლიმიტი
საუკეთესოდ იცავდნენე დროის ,ლიმიტს.
საკმარისად იცავდნენ დროის ლიმიტს
უჭირთ დროის ლიმიტის დაცვა
ვერ იცავენ დროის ლიმიტს
ჯგუფის მიერ სამუშაო ორგანიზება
სამუშაო კარგად ორგანიზებული იყო
სამუშაო ორგანიზებული იყო მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
სამუშაო ნაწილობრივ იყო ორგანიზებული ფუნქციები არათანაბრად იყო განაწილებული
სამუშაო არ იყო ორგანიზებული.ფუნქციები არ განაწილებულა.